უცხოეთი
სერგეი შოიგუ - ნატო-ს წვრთნებში საქართველო და უკრაინა სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდა მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს და აიძულებს რუსეთს, მიიღოს საპასუხო ზომები. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უწყების კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

„ორჯერ მეტად გაიზარდა წვრთნების მასშტაბები და ინტენსივობა, რომლებშიც სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატო-ს არაწევრ უკრაინასა და საქართველოს. მსგავსი ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ალიანსი განაგრძობს ბალტიის ქვეყნებში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში მოწინავე ბაზირების სისტემების განვითარებას.

„ამგვარ მდგომარეობაში ჩვენ იძულებული ვართ, ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ და სტრატეგიული შეკავების ღონისძიებები შენაერთებისას და სამხედრო ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებთან ერთად გავატაროთ“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

1tv.ge