საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებზე ილაპარაკებს - პრეზიდენტის პრესსპიკერი

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. შემდეგ უკვე რეგლამენტით გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლა. შეკითხვების ფორმატი, პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, ასევე შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხებზე.