სამართალი
მამუკა ხაზარაძე: მზად ვართ, ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. თიბისი ბანკი არის ფინანსურად ძლიერი ინსტიტუტი, ერთიანი გუნდი, პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. „თიბისის“ დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „თიბისი ბანკმა“ გაასაჩივრა სასამართლოში 11 წლის წინანდელ საქმეზე რეგულატორის, ეროვნული ბანკის გამოტანილი გადაწყვეტილება და ელოდება მართლმსაჯულებას.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე. რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობ. ამასთანავე, მაღალი საჯარო ინტერესების გამო, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტზე ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენ პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო საფინანსო იურიდიული ფირმადენტონსის“ (DENTONS) დასკვნა, რომელშიც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მზად არის, რომ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს გადასცეს დასკვნა, 2007-2008 წლის კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს ყველა დაინტერესებულ მხარეს – პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობოებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

მზად ვართ, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე არჩეულ იქნას თქვენს მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, ენჯეოები, საელჩოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას და ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხზე, რაზეც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმათიბისი ბანკისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკისაქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი ემმა“ „თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაცთიბისი ბანკმასაბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოსთიბისი ბანკმააღნიშნული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპსსამგორი თრეიდისადა შპსსამგორი ემისვალი.