აქტუალური
მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი?! - საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ტერმინების „დედა“ და „მამა“ შეცვლას ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების დედა და მამა ტერმინებით მშობელი 1“ და მშობელი 2“ შეცვლას მხარი დაუჭირა.

ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომლის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთნაირსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

კანონპროექტი, შესაძლოა, სენატმა დაბლოკოს, რის შემდეგაც საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება.

კანონის დამტკიცების შეთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“ ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიის საფრანგეთი, წინ წევრი, დეპუტატი ვალერი პეტი.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ გაითვალისწინა საფრანგეთში მიღებული კანონები, რომელთა მიხედვით, ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.

კანონპროექტის კრიტიკოსები ინიციატივას „დეჰუმანიზაციად“ აფასებენ.