აქტუალური
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გივი ბახტაძე დაინიშნა

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ივ ბახტაძე დაიბადა 1975 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.

1996-2001 - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი/კვალიფიკაცია - მარკეტინგის, ფინანსებისა და კრედიტების ბაკალავრი; სპეციალისტი.

1992-1997 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი/კვალიფიკაცია - ინჟინერ-ტექნოლოგი.

1996 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი;

2003-2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.

2004-2004 - სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ - საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი რეფერენტი;

2004-2004 - სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ - საერთაშორისო დონორ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორი;

2004-2005 - სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ - დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

2007-2009 - Mercedes-Benz Bel (რუსეთი) - მარკეტინგისა და რეკლამის უფროსი მენეჯერი;

2009-2010 – Mercedes-Benz Bel (რუსეთი) - მარკეტინგისა და რეკლამის დირექტორი;

2010-2012 - შპს НТ ПАРТНЕР (რუსეთი) - ბიზნესის განვითარების დირექტორი;

2014-2016 - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - გენერალური დირექტორის მრჩეველი;

2016-2018- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“- დირექტორი ფინანსურ საკითხებში;

2018- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“- დირექტორი კომერციულ საკითხებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.