საზოგადოება
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2019 წელს საქართველოს უფასო სწავლისთვის 120 ადგილი გამოუყო

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლაი სვენტიცკიმ განმარტა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის წესები ქართველი აბიტურიენტებისთვის. რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2019 წელს საქართველოს უფასო სწავლისთვის 120 ადგილი გამოუყო. რუსეთში უფასოდ სწავლის ყველა მსურველმა 20 თებერვლამდე უნდა შეავსოს ანკეტა ვებგვერდზე Russia.Study.

„ეს ფასიანი განათლებაა, მაგრამ ამ განათლების დიდი ღირებულება რუსეთის ბიუჯეტიდან იფარება. სტუდენტი, აბიტურიენტი, რუსეთში სწავლის კანდიდატი არაფერს იხდის. მთელი განათლება უფასოა. მათ მხოლოდ გზა და საერთო საცხოვრებლისთვის მინიმალური თანხა უნდა აანაზღაურონ - წელიწადში ხუთი-ექვსი ათასი რუბლი. ეს წელიწადში ას დოლარზე ცოტა ნაკლებია, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ესეც უფასოა“, - თქვა სვენტიცკიმ პრესკონფერენციაზე Sputnik-ის მულტიმედიურ პრესცენტრში.