აქტუალური
გიორგი გახარია: ადამიანის უფლებების ნაწილში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია - ყველა დროებით მოთავსების იზოლატორი აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ჩანაწერები ინახება 120 საათი

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მოგეხსენებათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის პირდაპირ ვალდებულება ეკისრება. 2018 წელს საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდასარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, წესრიგში მოსაყვანი.

რაც მთავარია, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა დროებით მოთავსების იზოლატორში ინფრასტრუქტურა აღჭურვილია კამერებით და 24 საათის ნაცვლად ეს ჩანაწერები ინახება 120 საათი. კამერები მნიშვნელოვანია, რადგან ეს იცავს ადამიანის უფლებებს და ასევე, ჩვენს თანამშრომლებსაც.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ყველაზე დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი იქნებათბილისს ექნება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი. აბსოლუტურად თანამედროვე და საკმაოდ დიდი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის უფლებების ნაწილში შესაბამისი სტანდარტის დაცვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ადამიანის უფლებები ყველასათვის მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშის წარდგენას სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.