პოლიტიკა
პუტინი: ვიტოვებთ უფლებას, ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლების დასაცავად

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთი იტოვებს უფლებას, ყველაფერი გააკეთოს ადამიანის უფლებების, მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლების დასაცავად, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ვითარებაზე საუბრისას, იქ ახალი ავტოკეფალური ეკლესიის დაფუძნების გამო.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ სრულიად დაუშვებლად მიიჩნევს ეკლესიის საქმეებში ყოველგვარ ჩარევას, მით უმეტეს, მეზობელ ქვეყანაში.

პუტინმა ეს განაცხადა კრემლში, სადაც აღინიშნა რუსეთის პატრიარქ კირილ აღსაყდრების მეათე წლისთავი.

პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება და ბრალად დასდო მას ეკლესის საკითხებში უხეში ჩარევა“, და უკრაინის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას უწოდა პროექტი, რომელსაც არ აქვს კავშირი რწმენასთან.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შარშან დეკემბერში შეიქმნა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შერწყმით. იანვარში მან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან მიიღო ავტოკეფალია.