უცხოეთი
მაიკ პომპეო - აშშ „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას“ ტოვებს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმებას“ ტოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი რუსეთს და სხვა სახელმწიფოებს აცნობებს, რომ 1987 წელს საბჭოთა კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესს 180 დღეში დაასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთი თავხედურად და უსირცხვილოდ არღვევს ბირთვული ძალების შეთანხმებას და არ ანადგურებს ფრთოსან რაკეტა „ისკანდერს“.

„თუ ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთი ხელშეკრულების სრულ და შემოწმებად დაცვას არ უზრუნველყოფს, რაც გამოიხატება ხელშეკრულების დამრღვევი რაკეტების, მათი გამშვებებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის განადგურებაში, ხელშეკრულება დასრულდება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

1987 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ხმელეთზე ბაზირებული 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს.

1tv.ge