უცხოეთი
ჯონ ბოლტონმა მამუკა ბახტაძეს საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობა გადაუხადა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ [მამუკა] ბახტაძეს რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება“, – აღნიშნულია ბონ ბოლტონის განცხადებაში.

1tv.ge