აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, პარლამენტარ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებიდან ინფორმაციის სოციალური ქსელებით გავრცელების საქმე გახსნან

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირადი ცხოვრების შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.