სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი აღინიშნება.

საქართველოს პრეზიდენტმა იოჰანეს ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ანტონიო ტაიანისთან. საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.