პოლიტიკა
ამერიკული ხომალდის ბათუმში შემოსვლა ხაზს უსვამს აშშ-ის როლს ნატოს მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვის სფეროში, აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის USS Donald Cook DDG ბათუმში შესვლაზე წერს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Donald Cook DDG 75 ოფიციალური ვიზიტით ბათუმის პორტშია.

ხომალდი შავ ზღვაში მეორედ იმყოფება და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.

ხომალდის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს აშშ-ის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში”, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ 21 იანვარს შევიდა. აჭარაში გემის ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.