საზოგადოება
საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტკორექტულობის მაგალითი გვიჩვენა იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიქმნა! - მეუფე იოანე

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუსთაველი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს თავის Facebook-გვერდზე ეხმაურება და, კერძოდ, წერს:

ვმადლობ უფალს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა პოლიტკორექტულობის მაგალითი გვიჩვენეს იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გამოხატა თავისი დამოკიდებულება უკრაინაში განხეთქილებაში მყოფი სასულიერო პირთა ჯგუფისთვის, როგორც დამოუკიდებელი ეკლესიისთვის, ავტოკეფალიის მინიჭებასთან მიმართებაში!, - - წერს მეუფე იოანე.