პოლიტიკა
მეუფე სპირიდონი - მეუფე პეტრეს: გამოვიდა, რომ მწყემსი კეთილი შენა ხარ, შე უბედურო?!

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ჭყონდიდელი მიტროპოლიტ პეტრეს იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ", ვინაიდან, მისი თქმით პატრიარქმა ციანიდის საქმესა და დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბარი არ ისურვა”.

"პატრიარქს ვინც ებრძვის, ყველა თავის თავს უშავებს. სამარცხვინოა, კაცო, ისო, დაიმსხვრა მითიო, რომ პატრიარქი მწყემსი კეთილიაო. გამოვიდა, რომ მწყემსი კეთილი შენა ხარ, შე უბედურო? როგორ გითხრა ახლა - არაფერი არ იქნებოდი საერთოდ, ნოლი იქნებოდი საერთოდ, ვინ იცის, სად იქნებოდი. პატრიარქმა კაცი გაგხადა და შენ ებრძვი პატრიარქს? ვინა ხარ, რას წარმოადგენ საერთოდ. ქამი ხარ, რაც ქამმა გააკეთა, იმას აკეთებ შენ. შენ თუ არ მოტრიალდები და არ შეინანებ, ზუსტად იგივე გახდები. ქამის შთამომავლობა გახდა ზანგები და ვინც შენ აგყვება, ისინი გაშავდებიან!

შენ უნდა გიხადონ პანაშვიდი ცოცხლებისთვის, ყველა სასულიერო პირმა, ვისაც შენ უყვარხარ, იმიტომ რო დაღუპული ხარ შენ. საწყალი და საწყალობელი ხარ შვილო, შენ!", - თქვა ქადაგებისას მეუფე სპირიდონმა.