საზოგადოება
უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და, შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს! - მეუფე იოანე

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. რუსთაველი მიტროპოლიტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს თავის Facebook-გვერდზე ეხმაურება და, კერძოდ, წერს:

მსოფლიო ეკლესიის იერარქებს ახსოვთ, რომ უკრაინის ყოფილი ეგზარხოსის მიტროპოლიტ ფილარეტის თვითნებური გამოყოფა დედაეკლესიიდან მათ მიერ უარყოფითად იყო შეფასებული XX -ის 90-იან წლებში. მისი დაჯგუფება განკვეთილი იქნა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, კონსტანტინპოლის საპატრიარქომ ამჯერად ერთპიროვნულად და ცალმხრივად გადაწყვიტა წლების განმავლობაში განხეთქილებაში მყოფ სასულიერო პირთათვის ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭება. მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის საფუძველში დევს არა ერთპიროვნული, პაპისტური, არამედ კრებითობის პრინციპი, რომელიც ასახულია ჩვენი სარწმუნოების ძირითად დებულებაშიმრწამსში. ამასთან ერთად, აღვნიშნავთ, რომ 2019 წლის 6 იანვრის ტომოსში მითითებული ავტოკეფალიის პირობები, რომელსაც კონსტატინოპოლის საპატრიარქო სთავაზობს უკრაინას, ავტონომიური ეკლესიის პირობებს უფრო ესადაგება. თანაც ტომოსი დუმილით უვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ უკრაინელ მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში რჩება და, შესაბამისად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის ნაწილს წარმოადგენს“, - წერს მეუფე იოანე.