აქტუალური
ეკა ბესელია პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვაზე - ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მითუმეტეს, ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემ თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? - როგორც „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარტიიდან მისი შესაძლო გარიცხვის კომენტირებისას განუცხადა.

მოდით, თავი დავანებოთ ასეთი ტერმინებით ერთმანეთთან საუბარს. რასაც თვითონ კობახიძე უწოდებს გუნდურობას, რომ საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდე კოლეგას, ეს მან პირველმა დაარღვია. მასთან ერთად, როგორც ჩანს, მისი თხოვნით და დავალებით იგივე გაიმეორა ოხანაშვილმა, კილაძემ, მდინარაძემ, კუჭავამ. ის, რაც მე ვთქვი ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე, მათ გააკრიტიკეს საჯაროდ“, - აღნიშნა ბესელიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას პარტიიდან გარიცხვის მოლოდინი, ბესელია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, მსჯელობის საგანი ისევ სასამართლო სისტემა იყოს.

ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანსგაირიცხება“, „გამოირიცხება“... სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას - როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი. ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე, და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მითუმეტეს, ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.