პოლიტიკა
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ვისაუბრებთ საპატრიარქოსთან, ასევე უკრაინელ მეგობრებთან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დამაინტრიგებელი განცხადება

 საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ვისაუბრებთ როგორც საპატრიარქოსთან, ასევე უკრაინელ მეგობრებთან, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ.

მისი თქმით, სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში განაცხადებს საქართველო თავის გზავნილს აღნიშნულ საკითხზე.

ჩვენ ვისაუბრებთ როგორც საპატრიარქოსთან, ასევე ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და ეს იქნება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს გზავნილებს განვაცხადებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს კომენტარი თბილისში, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც საშობაო ალილოს მონაწილეებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და მსვლელობის მონაწილეებს ნობათი გადასცა.