სამართალი
ზაქარია ქუცნაშვილი: ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ეკა ბესელიას გადადგომა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ფრაქცია ქართული ოცნების წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას წასვლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, ეს ინფორმაცია ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.

ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ამიტომაც ყველამ მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით ყოფილიყო ეს საკითხი განხილული. უბრალოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა ღიად და საჯაროდ, რომ მასთან ეს საკითხი შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ.

რა მოხდა აგვისტოში და რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე თვის წინ, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია.