სამართალი
საქართველოს პროკურატურამ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 15 დეკემბერს დმანისის, აბაშისა და სენაკის საარჩევნო უბნებიდან ვიდეოკადრები გაავრცელა, რომლებშიც ჩანს, კომისიის წევრები ამომრჩევლების ნაცვლად როგორ აწერენ ხელს, ავსებენ ბიულეტენებს (ტელეკომპანიის ვერსიით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ), შემდეგ კი საარჩევნო ურნაში აგდებენ.

გამოძიება დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით. საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერსერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა", - ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ორ ტურად გაიმართა. 28 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მოიპოვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში კი, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, პირველი ტურის შედეგების თანახმად, ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

არჩევნების შედეგებით გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა (59,52%), რომელსაც მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა მხარს. მისი კონკურენტი იყო ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.