აქტუალური
ახალი სანიტარული ლაბორატორია სომხეთს დაეხმარება, უფრო სწრაფად შეამოწმოს პროდუქტების ხარისხი საქართველოს საზღვარზე

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე აშენდა ლაბორატორია მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად, იუწყება Sputnik Армения. ლაბორატორია იმოქმედებს აირუმის სასაზღვრო რკინიგზის სადგურთან. აქ შეამოწმებენ პროდუქციას, რომელიც მატარებლებით ან სატვირთო ტრანსპორტით შედის სომხეთში, განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის სასურსათო უსაფრთხოების ინსპექციური ორგანოს ხელმძღვანელმა გიორგი ავეტისიანმა საქართველოს საზღვარზე ფიტოსანიტარული კონტროლის ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაზე. ლაბორატორია რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა. ამაზე 194 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

საქართველოდან სომხეთში საქონელი ძირითადად ავტომანქანებით (ბაგრატაშენის გავლით) და მატარებლით (აირუმის გავლით) შედის. ბაგრატაშენში მოქმედებს ლაბორატორია (ევროკავშირის გრანტით მოდერნიზებული). ხოლო აირუმის ახალი ლაბორატორია იქ არსებული რიგების განტვირთვის საშუალებას იძლევა.