პოლიტიკა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პუტინის დავალებით და მისივე თანდასწრებით სარაკეტო კომპლექს „ავანგარდის“ წარმატებული საგამოცდო გაშვება ჩაატარა

 საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ახალი სისტემაავანგარდიმოუწყვლელია სავარაუდო მოწინააღმდეგის დღევანდელი და პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებისთვის. „ეს დიდი წარმატება და დიდი გამარჯვებაა“, - თქვა პუტინმა კონტინენტთაშორისი სტრატეგიული სისტემა „ავანგარდის“ წარმატებული გამოცდის ჩატარების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ გამოცდა ოთხშაბათს სრული წარმატებით დამთავრდა. „ეს გამოცდა ახლახან სრული წარმატებით დამთავრდა. დადასტურებულია ყველა ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემი“, - თქვა პრეზიდენტმა.

„2019 წელს რუსეთის არმიის შეიარაღებაში შემოვა ახალი კონტინენტთაშორისი სტრატეგიული სისტემაავანგარდი“. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში პირველი პოლკი გაიშლება“, - აღნიშნა მან. პუტინის აზრით ეს დიდი მოვლენაა რფ-ის შეიარაღებული ძალების და მთელი ქვეყნის ცხოვრებაში. რუსეთს სტრატეგიული იარაღის ახალი სახეობა გაუჩნდა“, - აღნიშნა მან.