სამართალი
ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ხმის მიცემის გაყალბების კადრები, რომლებიც მედიით გავრცელდა, გამოსაძიებლად თვითონ გადასცა

 საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანია თქმით, სავარაუდო გაყალბების კადრები, რომლებიც მედიით გავრცელდა, პროკურატურას გამოძიებისა და რეაგირების მიზნით თვითონ გადაუგზავნა.

ეს კადრები მე გადავუგზავნე პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით. 17 დღის განმავლობაში ეს კადრები არავისთვის იყო ცნობილი. არ ვიცი, რატომ მოხდა მედიით გაჟღერება და რატომ არ გაყვა სამართლებრივ გზას. მე ვიყავი პირველი, ვინც მოითხოვა ამ კადრებით გამოძიების დაწყება. ეთერში გასვლისთანავე, მეორე დღესვე ვნახე და მაშინვე გავგზავნე პროკურატურაში რეაგირებისთვის“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისი თქმით, გამოძიების აუცილებლობაზე პარტნიორი ორგანიზაციების მიერაც გაკეთდა განცხადება, თუმცა, მას კადრები საგამოძიებო უწყებაში უკვე გაგზავნილი ჰქონდა.

ცალსახად ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არჩევნებში წავა ხალხის ნების წინააღმდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, შემსრულებელი და მიმთითებელი, ვინც არ უნდა იყოს, ეს ფაქტები აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული და ეს ადამიანები დასჯილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ.