საზოგადოება
რუსეთი საქართველოს საზღვართან კურორტების განვითარებას გეგმავს, რათა რუსმა ტურისტებმა საქართველოში ფული არ დახარჯონ

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან ორი კურორტის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა რეგიონული მთავრობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გოლოდეცის განმარტებით, რუსეთის მოქალაქეები დასასვენებლად საქართველოში დადიან, სადაც ბევრ ფულს ხარჯავენ. მისი თქმით, ამიტომ საჭიროა საქართველოს საზღვართან რუსული კურორტების განვითარება.

უნდა განვიხილოთ იმპორტის ჩანაცვლების თემახალხი მიემგზავრება საქართველოში, მილიონი ადამიანი კვეთს საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია, ისინი ხომ მხოლოდ საზღვარს არ კვეთენ, იქ თხილამურებით სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და .. ჩვენ ახლა განვავითარებთ ორ კურორტს საქართველოს საზღვართან ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა გოლოდეცმა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, საზღვრის რუსეთის მხარეს ასევე არსებობს კარგი ბუნებრივი პირობები ტურისტული სექტორის განვითარებისთვის. მან რეგიონების მეთაურებს დაავალა, იფიქრონ ტურისტების მოზიდვაზე, როგორც რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ისე საზღვარგარეთიდან.