უცხოეთი
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ მხარი დაუჭირა

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა უკრაინის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას რუსეთის მიერ ყირიმის, ასევე შავი და აზოვის ზღვების მილიტარიზაციის შესახებ.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა გაერო-ს 66-მა წევრმა, მათ შორის საქართველომ. წინააღმდეგ 19-მა სახელმწიფომ მისცა ხმა, კიდევ 72-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსი სამხედროების ყოფნა ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გაერო-ს გენერალური ასამბლეა მიღებული რეზოლუციით გმობს შავ და აზოვის ზღვების რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას, ასევე რუსეთის მიერ ხომალდების გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს. დოკუმენტი ასევე გმობს ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობასა და გახსნას.

1tv.ge