საზოგადოება
იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, იტრიალონ საკუთარ საწოლებში! - კალაძე

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის კახ კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები სასაცილოა.

ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და ახლაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისმოდა, რომ სურვილი აქვთ, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, ლაპარაკობდნენ დამხობაზე.

ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კახი კალაძემ.