სამართალი
7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოში ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხნენ

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხნენ.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების მონაწილეებმა ჩვენება მისცეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე.

ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედებათ. საქმის ფარგლებში პროკურატურამ ათეულობით მოწმე დაჰკითხა, მათ შორის, ის დაზარალებულები, რომლებმაც აქციის დარბევისას ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. დაიკითხნენ ჟურნალისტები, რომლებიც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ იმყოფებოდნენ და სპეცრაზმის შესვლის დეტალები გაიხსენეს.