პოლიტიკა
ცრუ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ რუსეთი იყენებს, ერთ-ერთი გამოწვევაა საქართველოსა და ნატოსთვის - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობა, ნატოს მხარდაჭერა და ქვეყნის მთავარი გამოწვევები.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ევროპისთვის და ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას, რომელიც ასევე ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ბევრი საერთო საქმე გვაქვს სხვადასხვა საკითხებში, რომელიც ყველა ფორმას და მათ შორის კიბერუსაფრთხოებასაც ეხება. დღეს რა ახალი გამოწვევებიც არსებობს, ცრუ ინფორმაციის სახით, რომელსაც დიდ წილად რუსეთი იყენებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორი არის დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ისეთ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავის წვლილი შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს. ვიზიტები გრძელდება, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა და ეს ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელით დაიწყება, სადაც ნატო და ევროკავშირი მდებარეობს. აუცილებელია, რომ ჩვენ ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.