საზოგადოება
Vali.ge-ზე ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტ მსესხებელზე, რომელთა დავალიანების მოცულობა სამ მილიარდ ლარზე მეტია

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებ, რომელთა სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს სამ მილიარდ ლარზე მეტს.

ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფისმე არ ვარ რობოტიმონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს საქართველოს ბანკი“, სს თიბისი ბანკი“, სს ლიბერთი ბანკი“, სს სილქ როუდ ბანკი“, სს ხალიკ ბანკი საქართველო“, სს იშბანკი საქართველო“.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში ერთიან მონაცემთა ბაზას მათი მონაცემები დაემატება.