პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს ნამდვილად არ არის, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს.

ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან", - განაცხადა თოთლაძემ.

შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ- ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხე სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.