საზოგადოება
ცუდი ნიშანი: საქართველოს თავდაცვის მინისტრი გადადგომას უარყოფს და საფრანგეთში გაფრინდა ანტისაჰაერო სისტემების ახალი პარტიის შესაძენად

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება.

როგორც იზორიამ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ანტისაჰაერო სისტემები საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში პირველი შეიარაღება მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრეზენტაციის დაწყებამდე განუცხადა.

მე დღეს გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია“, – განაცხადა ლევან იზორიამ, რომელსაც ერთი ცნობილი ქართული ნიშანი დაავიწყდა - თუ რომელიმე მინისტრი აცხადებს, რომ არსად წასვლას აპირებს, მას მაშინვე გადააყენებენ ხოლმე!