საზოგადოება
საქართველო ყოველთვის არის ნატოს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარმოდგენილი, მათ შორის წევრობისთვის მზადების კუთხით - ჯეიმს აპატურაი

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი 2018 წელს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აჯამებს.

როგორც აპატურაი აცხადებს, მიმდინარე წელი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გასაღრმავებლად ძალიან კარგი წელი იყო.

არსებითი პაკეტი, რომელზეც უელსის სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შესრულდა. ამ პაკეტის იმპლემენტაცია გეგმის მიხედვით წარმატებით განხორციელდა და ქართველი ხალხი ხედავს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგებს. ეს არის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

ნატო- და საქართველოს აქვთ თითქმის უწყვეტი პოლიტიკური კონსულტაციები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა“, - აცხადებს აპატურაი.

აპატურაის თქმით, ნ​ატოში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ხელს უწყობს ნატოს ყველა ოფისში საქართველოს ინტერესების აქტუალიზაციას.

ნატოსა და საქართველოს შორის კონსულტაციები ყველა დონეზე მიმდინარეობს. ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ხელს უწყობს ნატოს ყველა ოფისში და მათ შორის ჩემს ოფისში საქართველოს ინტერესების აქტუალიზაციას. ვფიქრობ, რომ მის მცდელობებს მოაქვს კონკრეტული შედეგები.

დიახ, საქართველო ყოველთვის არის ნატოს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს მზადება ნატოს მომავალი წევრობისთვის და ასე გაგრძელდება 2019 წელს. ველოდები ნატოს მაღალჩინოსნების ვიზიტებს საქართველოში, ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს მომავალ წელს და პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელებას“, - განაცხადა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ.