საზოგადოება
სააკაშვილს ქართველი სნაიპერები ჩაჰყავდა, რათა მაიდანზე უკრაინელებისთვის ესროლათ, ახლა კი სააკაშვილს უკრაინელები ჩამოჰყავს, რომ ქართველებს ესროლონ! - უყურეთ სააგენტო News Front-ის პროგრამას „На самом деле“

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. სააგენტო News Front-ის პროგრამის „На самом деле“ სტუდიაში იყვნენ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და პროგრამის მუდმივი წამყვანი სერგეი ვესელოვსკი.

თბილისის ცენტრში გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ. არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა. აქ შეგიძლიათ მთლიანად ნახოთ მოცემული ვიდეოეთერი საავტორო საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამისა „На самом деле“ სააგენტო News Front-ის ვებგვერდზე.

„სააკაშვილს საქართველოში პროტესტების დროს უფრო მეტად არმიის იმედი ჰქონდა. სააკაშვილს ასიათასიანი მიტინგის იმედი ჰქონდა, მაგრამ სულ ორი ათასი გამოვიდა. ოპოზიციურ პარტიებთანაც იმუშავეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მიტინგზე არ გავიდნენ. რაც შეეხება დონბასელი ბოევიკების ინციდენტს, შვიდკაციან ჯგუფს სამხედრო გადატრიალების იმედი ჰქონდა. მიტინგის დროს უნდა გაესროლათ, ეს საბაბი იქნებოდა“, - მოუთხრო ექსპერტმა კვირას ჩატარებული მიტინგის შესახებ.

სერგეი ვესელოვსკი: „არნო, ძალიან საინტერესო რამ გამოდის - ქართველი სნაიპერები იყვნენ მაიდანზე, კიევში 2014 წელს და სწორედ ამ „ციურ ასეულს“ ზურგში ესროდნენ. ამბობდნენ, რომ ამის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას. ახლა სააკაშვილს უკრაინელი სნაიპერები საქართველოში ჩამოჰყავს, რომ მათ ქართველებს ზურგში ესროლონ, მერე კი ვითომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს?!“.

არნო ხიდირბეგიშვილი: „დიახ, სწორედ ასეა“.

უკრაინის მაიდანსა და საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობებს შორის პარალელის გავლებისას ექსპერტმა სტუდიაში აღნიშნა, რომ მიზეზი ერთია და ეს არის აშშ. ტრამპმა საფრანგეთში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინა და ამერიკული ხელი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. თანამოსაუბრეს მიაჩნია, რომ ამჯერად სიტუაციას მოაგვარებენ, მაგრამ კრიზისი გაგრძელდება.