სამართალი
გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით „ქურდული ოცნებისგან“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრება!

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით; საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომქურდული ოცნებისმიერ გაგონებულ იქნეს ხალხის ხმა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ყოველთვის ამაყობდა, რომ არის ქართველი.

ყოველთვის ვამაყობდი, რომ ვარ ქართველი. შეუძლიათ, ყველაფერი წაგვართვ, მაგრამ ვერ წაგვართმევენ ჩვენ მშობლიურ ენას, რომელზეც ვერ მეტყველებენ, ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას და ღირსებას, იმიტომ, რომ სულგანათლებული ზვიადის სიტყვებით, „ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, კვირას თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდობიან მანიფესტაციას გამართავს.