სამართალი
სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები, – ასე უპასუხა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა.

ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლე თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს.

აღნიშნული კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.