სამართალი
გოგა ხაინდრავა: მინდოდა, საზოგადოებას გაეგო, რას წარმოადგენენ ბადრი ბიწაძე და მისი პროტეჟე, კაპიტანი ეკა გიგაური

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავაზე გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდება. გუშინ მოსამართლემ მხარეების დასკვნით სიტყვას მოუსმინა. როგორც გოგა ხაინდრავა ამბობს, მისთვის მთავარი იყო, აღნიშნული სასამართლო სხდომები საჯარო ყოფილიყო.

აღარანაირი მოლოდინი არ მაქვს, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ეს პროცესი გამხდარიყო საჯარო და ეს ავასრულე. მინდოდა, საზოგადოებას გაეგო, ვისთან გვაქვს საქმე, რას წარმოადგენს ბადრი ბიწაძე, რას წარმოადგენს მისი პროტეჟე, კაპიტანი ეკა გიგაური, რას წარმოადგენდა მაშინ ის დაწესებულება, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ, რას ჩადიოდა ეს რეჟიმი საქართველოში მათი მონაწილეობით, განსაკუთრებით გიგაურის მონაწილეობით. განსხვავებით კაპიტანი გიგაურისგან, ჩვენ უამრავი დოკუმენტი წარვადგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ცალსახად ადასტურებს ჩვენ სიმართლეს, რომ ეკა გიგაურმა კაპიტნის წოდება მიიღო იმის გამო, რომ წაახალისა ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც მონაწილეობდა 7 ნოემბრის მოვლენებში და ეს დასტურდება საბუთებით. ეკა გიგაურმა ვანო მერაბიშვილის ხელიდან მიიღო წახალისებავადამდელი კაპიტნის წოდება, რაც თავისთავად მეტყველებს მის მორალსა და ღირსებაზე. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმეეს არის მორალის საქმე, პრინციპების საქმე და რა მორალი აქვს, ამ ფაქტებითაც დასტურდება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური სასამართლო სხდომას კვლავ არ ესწრებოდა.