საზოგადოება
საქინფორმის პროგნოზი კვლავ ახდა - საქმე „ქართულ ოცნებაზეა“, რომელმაც თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს!

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენი სააგენტოს მკითხველებისთვის იმის შეხსენება საჭირო არ არის, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურამდე მთელი პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად არავინ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების გარდა, პროგნოზებს არ აკეთებდა. ანალისტი-პროქტოპოლიტოლოგები (ასე უწოდა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა 2004 წელს ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგებს) და პროპაგანდისტი-ჟურნალისტები გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო ნეიტრალური მედია, მათ შორის რუსული, კომენტარებს თავს არიდებდა, რადგან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენის ეშინოდა და ამით, პრაქტიკულად, ასევე სააკაშვილის კანდიდატის მხარეს იხრებოდა და მას რეკლამას უკეთებდა.

მხოლოდ საქინფორმი აკეთებდა არაერთგზის პროგნოზს, რომ მეორე ტურში საგრძნობი უპირატესობით სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ პოპულარულია ან ამომრჩევლებს მისი პროგრამა მოეწონათ, რომელიც საერთოდ არ არსებობს! და არც იმიტომ, რომ მან 8-ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე ვაშაძემ და მის ზურგს უკან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დგას. არამედ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს იმდენად სძულს სააკაშვილი და ყველაფერი, რაც მისი გუნდის სისხლიან დანაშაულებს უკავშირდება, რომ არჩევნები რეფერენდუმად გადაიქცა, რომელზეც ამომრჩეველმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მტკიცე „არა“ უთხრა!

რა თქმა უნდა, თავისი როლი შეასრულა უარყოფითმა თვისებებმაც, რომლებიც სააკაშვილის პარტიის, უფრო ზუსტად - პარტიების კანდიდატს და მის მეუღლეს ნინო ანანიაშვილს ახასიათებს, რომელიც ოცნებობდა, პირველი ლედი გამხდარიყო, რათა მეორედ ეცადა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე რუსეთის იმპერატორის ნაცვლის ვორონცოვ-დაშკოვის სასახლიდან (ახალგაზრდობის სასახლე, ყოფილი პიონერთა სასახლე) ბავშვები გამოეყარა, რათა იქ თავისი კერძო საბალეტო სკოლა გაეხსნა! მისმა ქმარმა - ქუთაისელმა გრიგოლ ვაშაძემ კი აი, კიდევ ერთხელ როგორ გამოიჩინა გუშინ თავი. მშობლიურ ქუთაისში აცხადებენ, რომ ხმის მისაცემად მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო უბანთან მყოფ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ქუთაისის ერთ-ერთი მკვიდრი ზაზა ჯანგველაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა ის და მასთან ერთად მდგომი რამდენიმე მოქალაქე ქოცებად მოიხსენია.

„22- საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდექით, როდესაც ავტომობილი გაჩერდა, სადაც გრიგოლ ვაშაძე იჯდა. უკან დავიხიე, რომ მას მანქანიდან გადმოსვლის საშუალება ჰქონოდა, ვაშაძე გადმოვიდა დაქოცებიხართო, დაცინვის ტონით გვითხრა. სირცხვილია, როდესაც ადამიანი, ვისაც პრეზიდენტობა სურს, ერსქოცებადდანაცებადჰყოფს”, – განუცხადა პირველ არხს ჯანგველაძემ.

მომხდარი დაადასტურეს საარჩევნო უბანთან მისულმა სხვა ამომრჩევლებმაც.

გრიგოლ ვაშაძის ავტომობილი უხერხულ ადგილას გაჩერდა, იქ იდგნენ მოქალაქეები, კარები რომ უნდა გაღებულიყო, ზაზა ჯანგველაძე გამოიწია გვერდით, რის შემდეგაც ვაშაძემ ჰკითხა, ქოცები ხართო? ჯანგველაძემ უთხრა, შე კაი კაცო, პრეზიდენტობა გინდა და რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ძალიან დიდი კულტურა გამოიჩინა ამ ხალხმა, რომ რამე არ მოხდა. ხალხი ძალიან გაღიზიანდა, არა მარტოქართული ოცნებისმომხრეები, იქ იყვნენ მოწინააღმდეგე გუნდის მომხრეებიც და მათაც აღიარეს, რომ არ იყო სწორი”, – განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

დაბოლოს: ქართველმა ხალხმა ტყუილად როდი დაუჯერა უკანასკნელად „ქართულ ოცნებას“, რომელმაც 6 წლის წინ - ჯერ კიდევ 2012 წელს მოცემული დაპირებები უნდა შეასრულოს, ანუ: დამნაშავეები დასაჯოს, მშივრები დააპუროს და რუსეთს დაუმეგობრდეს! სწორედ ამას გულისხმობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, როდესაც მე-2 ტურის დღეს „ისტორიული“ უწოდა და რწმენა გამოთქვა, რომ „საქართველო აუცილებლად გაერთიანდება“!

 

საქინფორმის რედაქცია