სამართალი
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაცმოძრაობისგან“ დავალება მიიღო, მაგრამ ისინი ტყუილში გამოიჭირეს! - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების შესახებ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საიდან მოდის ტყუილი, ნათელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები.

საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის, პრინციპში, ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ, შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღესნაციონალური მოძრაობიდან“. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობასსჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ეს ვერ დადასტურდა, ვინაიდან ტყუილია და ახლა ამ საკითხის „ჩაფარცხვის მცდელობა“ მიმდინარეობს, რაც არ გამოვა.

ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ, გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვერ დაასახელა წყარო, ვინაიდან რეალურად წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს - იტყუება.

რეალურად ეს არის ტყუილი. წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ, მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას დასჭირდა, რომ ეს ტყუილი ყოფილიყო დამაჯერებელი, რაკი არასამთავრობოებისგან გაჟღერდებოდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი ტყუილი, რომელიც საარჩევნო სიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული, აზიანებს ქვეყანას.

„ნებისმიერი ასეთი ტყუილი, რომელიც ურტყამს სახელმწიფო ინსტიტუტს, საარჩევნო სიას, რომელიც არის ყველაზე უფრო ზუსტი და დახვეწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა, რადგან ჩვენ ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო დაზუსტებულ სიას ვაწვდით ცესკო-ს და ცესკო ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო მაღალი პროფესიონალიზმით ატარებდა არჩევნებს, როდესაც შენ ამ ინსტიტუტებს ურტყამ ტყუილით, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციისსაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა დასამართლიანი არჩევნების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება დაიწყო და პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სამივე ორგანიზაციის წარმომდგენლები. პროკურატურის განცხადებით, მათ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. გამოკითხვიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ წყარო, რომელმაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ინფორმაცია მიაწოდა, არ ესწრებოდა თათბირს, სადაც, მათივე თქმით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზე მსჯელობდნენ.