საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ბიძინა ივანიშვილის ბანკმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, ყველა ბანკისაგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან გამოისყიდოს საქართველოს 600 ათასი მოქალაქის კრედიტები, რომლებიც 2 ათას ლარს არ აღემატება, რაც მთლიანობაში შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს (555 მილიონ 555 ათას დოლარს), მათი ჩამოწერის მიზნით. ანუ, მიმდინარე წლის 15-დან 31 დეკემბრამდე „შავ სიაში“ მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეების დავალიანებები განულდება. ცხადია, ბანკ „ქართუს“ ამ უიმედო ვალების გამოსყიდვა, რომლებიც ისედაც ჩამოსაწერია, მინიმალურ პროცენტად სურს, რაც ხელს არ აძლევს ერთადერთ მიკროსაფინანსო კომპანიას - „ვივუს-ჯი“-ს.
სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი დედისთვის გამორჩეულად საყვარელი ლადო გურგენიძის კუთვნილმა კომპანიამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გაღატაკებულ კლიენტებს ყველაფერი უკანასკნელ კაპიკამდე, ანუ თეთრამდე, გამოსწოვოს და მშივრები დატოვოს ქუჩაში...