პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის ვაჟი: მე ლონდონიდან ჩამოვედი, რომ დედას დავეხმარო. ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში?!

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ნოდარ ვაშაძე თუ დათანხმდება, ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა ტექნოპარკში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, თეიმურაზ გორჯესტანმა აღნიშნა, რომ აქ არის.

მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები. მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.