აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის... ქუჩაში!

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონია, რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაც დესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტყიბულსა და თერჯოლაში ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა 17-მა წევრმა დატოვა.

ქართულ ოცნებას ტყიბულიდან „ევროპული საქართველოს“ ცხრა წევრი შეუერთდა, ხოლო თერჯოლიდან - „ნაციონალური მოძრაობის“ რვა წევრი.

მათი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ორი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება გახდა.

ოპოზიციური პარტიების უკვე ყოფილი წევრების თქმით, მიუღებელია „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი და ძალადობრივი რეჟიმი, გადაწყვეტილება კი ქვეყნის უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღეს. ისინი ყოფილ თანაგუნდელებსა და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“ და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.