პოლიტიკა
რუსი კინორეჟისორები ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო საქართველოში არ შემოუშვეს და რუსეთში გააბრუნეს

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსული კინოფესტივალი პაემანიკინორომანი თბილისში 2018 წლის 21-23 ნოემბერს იყო დაგეგმილი. ღონისძიება ნაწილია ფესტივალისა „პაემანი რუსეთთან“, რომლის მიზანია რუსული კინემატოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზება დსთ–ის ქვეყნებსა და საქართველოში, ისტორიულად ახლობელი ხალხების კულტურული კავშირების გამტკიცება. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ ფესტივალის „პაემანი – კინორომანი“ საინფორმაციო პარტნიორია.

მაგრამ გუშინ რამდენიმე რუსი კინორეჟისორი საქართველოში არ შემოუშვეს და პირდაპირ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსეთში გააბრუნეს, რადგან ადრე ისინი რამდენიმე ღონისძიებაზე არიან ნამყოფი აფხაზეთში, სადაც საქართველოს ტერიტორიიდან კი არა, რფ-ის საზღვრის გავლით მოხვდნენ და ამით „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დაარღვიეს. მათ შორის იყვნენ ფესტივალის „პაემანი რუსეთთან“ დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი ვლადიმირ პიროჟოკი და რუსი კინორეჟისორი და სცენარისტი, საბავშვო ჟურნალ „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბორის გრაჩევსკი. სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ტელეფრაგმენტები, თუ როგორ მოაწყო ვლადიმირ პიროჟოკმა ასეთივე ფესტივალი აფხაზეთში, ხოლო ბორის გრაჩევსკი აფხაზეთის არმიის ჯარისკაცების მიერ ფიცის დადებაზე სიტყვი გამოვიდა.