უცხოეთი
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საზღვარზე მდებარე 10 ბლოკ საგუშაგო ააფეთქა

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთ კორეასთან საზღვარზე განთავსებული 10 ბლოკ საგუშაგო ააფეთქა.

აღნიშნული ნაბიჯი ფხენიანმა სეულთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გადადგა, რომელიც ორ კორეას შორის დაძაბულობის შემცირებას, შემთხვევითი შეტაკებების პრევენციასა და შეიარაღებაზე კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებს.

შეთანხმების თანახმად, ანალოგიური რაოდენობით ბლოკ საგუშაგოების ლიკვიდაციის პირობა დადო სეულმაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ თითო-თითო საგუშაგოს შეინარჩუნებენ და მათ ისტორიული ძეგლის სტატუსი ექნებათ.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის წელს გაფორმებული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის განიარაღებას, კორეის ომის მსხვერპლთა ნეშტების ერთობლივ სამძებრო სამუშაოებს, ასევე საჰაერო და საზღვაო ბუფერული ზონების შექმნას.

1tv.ge