აქტუალური
აშშ გერმანიას ისე ეპყრობა, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას, განაცხადა გფრ-ის ყოფილმა ფედერალურმა კანცლერმა

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა გერჰარდ შრედერმა მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონის პოლიტიკა ბერლინის მიმართ. „ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ისე გვეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ქვეყანას“, - ციტირებს მის სიტყვებს ИноТВ გერმანულ ტელეარხ N-TV-ზე დაყრდნობით.

„როდესაც ამერიკის ელჩის საქციელს ვაკვირდები, შთაბეჭდილება მექმნება, რომ ის თავს უფრო საოკუპაციო ჯარების ოფიცრად მიიჩნევს, ვიდრე შეერთებული შტატების ელჩად სუვერენულ სახელმწიფოში“, - დასძინა შრედერმა. მისი თქმით, გერმანიამ მისი მსგავსი ინტერესების მქონე მოკავშირეები უნდა ეძებოს. მან შემჭიდროებისკენ მოუწოდა მათ, „ვინც შეერთებული შტატების მიერ გაჩაღებული კონფლიქტებისგან ზარალდება“.

ადრე შრედერი აცხადებდა, რომ რუსული ყირიმი - რეალობაა, რომლის აღიარება ერთხელაც ყველას მოუწევს.