საზოგადოება
„არა ნაცებს, არა ბოროტებას“, ანუ რატომ წამოცდა სააკაშვილის ტელეკომპანიას - საქინფორმი

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ კონკრეტული ადამიანების ინიციატივა იყო, რომლებმაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წნეხი განიცადეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები საკუთარ ინვესტიციებს დებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ დაბრუნდეს.

ესენი რეპრესირებული ადამიანები, ბიზნესმენები არიან. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ საკუთარ ინვესტიციას დებენ, რათანაციონალური მოძრაობასაქართველოში არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს. მათი სულისკვეთება და მიზანი სრულიად ბუნებრივია. „ნაციონალური მოძრაობისარდაბრუნებაზე, ბუნებრივია, პასუხისმგებლები ჩვენც ვართ. ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელიქართული ოცნებაა“, ჩვენ ამ ბიზნესმენებთან კომუნიკაციაც გვქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ. მათ გარკვეული დახმარება ესაჭიროებოდათ, მათ შორის, ტექნიკური, და კომუნიკაცია ამ საკითხის გარშემო შედგა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ახალი ბანერებიარა ნაცებს, არა ბოროტებასგამოჩნდა. ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

საქინფორმი მკითხველთა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, ზემოაღნიშნული ბანერების გამოჩენის კომენტირებისას, მათზე გამოსახულ პირებს „ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსები“ უწოდა. ანუ სააკაშვილის ტელეკომპანიის ტელეწამყვანებს წამოცდათ, რომ ისინი პოლიტიკოსებად მიიჩნევენ სააკაშვილის მთავარ ხელქვეითებს, რომლებიც მის ყველაზე ბინძურ დავალებებს ასრულებდნენ, მათ შორის - მკვლელობებს, და პოლიტიკურ თანამდებობებზე არასდროს ყოფილან. ეს არის მაშინ გენპროკურორის მოადგილე, ამჟამად კი „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია, ეს არის მკვლელი და ჯალათი დათა ახალაია, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების (ანუ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების) დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, ამჟამად კი იძებნება, ეს არის ახალაიას მოადგილე, ცნობილი ჯალათი და მკვლელი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“, რომელიც ოსტატურად აწამებდა უდანაშაულო ადამიანებს და, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსად მუშაობისას, გმირი პოლკოვნიკი თეთრაძე დამამცირებელი წამებით მოკლა.

თუმცა, აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს ფროიდის თეორიის მიხედვით „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების წამოცდენასთან - სააკაშვილის რეჟიმის დროს სახელმწიფოში ყველა თანამდებობა მთლიანად პოლიტიზებული იყო და მათზე ინიშნებოდნენ არა პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით, არამედ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით - მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ერთგულების, პარტიის ლიდერების ნებისმიერი, თუნდაც კანონსაწინააღმდეგო მითითების შესრულებისათვის მზადყოფნის მიხედვით.