სამართალი
ისრაელიდან ჩამოსული პიარსპეციალისტის მიმართ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი არის შოვინიზმი! - პარლამენტის თავმჯდომარე

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოსული პიარკონსულტანტის მიმართ გამოთქმული სიტყვები არის სიძულვილის ენა და შოვინიზმი.

მისი თქმით, სიძულვილის ენა არის ის ღირებულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა.

ესეცნაციონალური მოძრაობისღირებულებების კიდევ გამოხატულებაა. ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ეფუძნებოდანაცმოძრაობა“, ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი ამას გამოხატავს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტის შესახებ ილაპარაკა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.