პოლიტიკა
ვალები გაუნულდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 2 000 ლარამდე ვალი აქვთ გადაუხდელი - ფინანსთა მინისტრი განმარტავს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ვალების განულებაზე ინიციატივა ეხება მოქალაქეებს, რომლებსაც ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 2 ათას ლარამდე ვალი აქვთ გადაუხდელი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ჩატარდა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა.

ეს არის ზუსტად მოწყვლადი კატეგორია, უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ვალი გროვდებოდა არა 10, 20 და 100 ათასი ლარის გაცემით, ეს ხდებოდა 300-500 და მაქსიმუმ 1000 ლარის ფარგლებში, სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა. შესაბამისად, .. შავ სიაში ამ კრიტერიუმებით მოხვდა 600 ათასი ადამიანი. ჭარბვალიანობის ძირითადი ბირთვი მათზე მოდის. ჯამში ჯარიმები და ძირი მილიარდ ნახევრამდე ლარია და ამ თანხას სრულად ფარავს ფონდიქართუ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდქართუსმხარდაჭერით განხორციელდება.