აქტუალური
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთიდან მიმდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიერონ - სოფიო ქაცარავა

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე გამკლავებისა და, მათ შორის, საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფ ქაცარავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კანადაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკის საპასუხო ქმედებების შესახებ“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული ომი, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მიმართულია დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციისაკენ. ასამბლეა ალიანსის წევრ ქვეყნებს ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინირებული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი კარგად ინფორმირებულია საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და გამოხატავს მზადყოფნას მათთან ერთობლივი ძალისხმევით გასამკლავებლად.