აქტუალური
საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს შეკავების პოლიტიკის გაძლიერების პროცესში - ირაკლი სესიაშვილი

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სრულად გაითვალისწინა საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების პროექტი რეზოლუციაში ნატოს შეკავების გაძლიერება აღმოსავლეთით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე​მ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

რეზოლუციის პროექტში, ხაზგასმულია რა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია, მიმდინარე უკანონო ოკუპაცია და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ასამბლეა მიესალმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან სტრატეგიულ დისკუსიაში ჩართულობას და საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასევე მოუწოდებს ალიანსის მთავრობებს და პარლამენტებს, მაქსიმალურად ჩართონ საქართველო ნატოს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ინტენსიურ პროცესს მუდმივად მხარს უმაგრებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარეობს.