საზოგადოება
ზურაბიშვილის წინააღმდეგ ის სამხედროები გამოდიან, ვისთვისაც ივანიშვილი ხელფასს იხდიდა, იარაღს ყიდულობდა, ყაზარმებსა და ჰოსპიტლებს აშენებდა! - საქინფორმი

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, სააკაშვილის პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის წინ ფეიკი გაავრცელა, თითქოს ქართველ ჯარისკაცებს - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეებს - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალი ემუქრება დღევანდელი ხელისუფლების გამოისობით, რომელიც პროცესს აგებს. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის დროინდელმა უფროსმა ოფიცრებმა და გენერლებმა მუქარის მესიჯები გაუგზავნეს „ქართული ოცნების“ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდეს ქართველ ამომრჩეველს, „ხმა არ მისცეს სამშობლოს მოღალატეს - სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო“.

საგულისხმოა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ სწორედ ის პოლკოვნიკები და გენერლები გამოვიდნენ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბიდან ხელფასის დანამატებს უხდიდა, მათთვის იარაღს ყიდულობდა, ყაზარმებსა და ჰოსპიტლებს უშენებდა!

მათგან შორს არც თავდაცვის ახლანდელი მინისტრი წასულა - კადრის პოლიციელი, რომელიც წელიწადში ნახევარ მილიონ ლარ ხელფასს იღებს და სასახლე აიშენა. „ეს რუსეთია, რუსულ „რბილ ძალას“ ჩვენს ერთიან შეიარაღებულ ძალებში განხეთქილების შემოტანა უნდა!“, - განაცხადა ლევან იზორიამ, რომლის თქმით, სააკაშვილის პარტია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი მოსკოვის ინსტრუქციებს ასრულებენ და საქართველოში პრორუსული პროპაგანდის იარაღს წარმოადგენენ.